ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ალეპოს აეროპორტთან სარაკეტო თავდასხმებს 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

report.az

სირიაში, ალეპოს აეროპორტის სიახლოვეს სარაკეტო თავდასხმებს 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია სირიის არმიამ გაავრცელა.

ბრიტანეთში დაფუძნებული სირიული ობსერვატორიის ცნობით, რაკეტები ალეპოს მიმართულებით ჰეზბოლას ბაზების წინააღმდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განახორციელეს. მათი ინფორმაციით, 36 გარდაცვლილი ჰეზბოლას მებრძოლია და ათობით ადამიანი არის დაშავებული. სირიული მედია აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და უსაფრთხოების სექტორიდან ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ისრაელის სარაკეტო თავდასხმებს ადგილობრივი პარტიზანული დაჯგუფებების დრონებით იერიშები დაემთხვა სამოქალაქო ობიექტებზე, რამაც დიდი სამოქალაქო ზიანი გამოიწვია. 

ისრაელის წარმომადგენლებს ალეპოში სარაკეტო თავდასხმის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუვრცელებიათ.

კომენტარები