ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეაში ბრიტანული გადაცემის წამყვანის ჯინსებს ცენზურა დაადეს

ალან ტიჩმარშის გადაცემა "ბაღის საიდუმლოები", რომლებიც ჩრდილოეთ კორეის KCTV-ში გავიდა
BBC/KCTV

ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო ტელემაუწყებელმა KCTV ბრიტანელი ტელეწამყვანის ალან ტიჩმარშის ჯინსის შარვალს ცენზურა დაადო, რადგან ქვეყანაში უცხოურ მოდასა და კულტურაზე ცენზურაა დაწესებული.

KCTV-ის ეთერში ტიჩმარშის გადაცემა "ბაღის საიდუმლოები" გავიდა, რომელიც თავდაპირველად BBC-ზე 2010 წელს გაუშვეს.

ერთ-ერთ კადრში ტიჩმარშის ჯინსის შარვალი ჩანს, თუმცა სამთავრობო მედიამ მისი სხეულის ქვედა ნაწილი გააბუნდოვანა.

"ჩემი თავი საშიშ დამღუპველ იმპერიალისტად არასდროს წარმომედგინა - როგორც წესი, მყუდრო და უვნებელი განწყობის მქონედ მიმიჩნევენ". - თქვა ტიჩმარშმა მომხდარზე საუბრისას.

სამხრეთ კორეაში, სეულის უნივერსიტეტის ლექტორმა ნამ სუნგ-ვუკმა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მცოდნეა, CNN-თან განაცხადა, რომ ცენზურის მიზანი "ჩრდილოეთ კორეის მცხოვრებლებისთვის სხვადასხვა სახით, მათ შორის ჩაცმისა და საუბრის კუთხით, უცხოური ქვეყნებისადმი მიბაძვის აკრძალვაა".

მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეაში ჯინსები მოსახლეობისთვის აკრძალულია, რადგან ეს ამერიკული იმპერიალიზმის სიმბოლოდ აღიქმება.

კომენტარები