დაძაბულობა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში

ფილიპინებმა სპრატლის კუნძულებთან ჩინეთის აგრესიული ქმედებების გამო წარმომადგენელი დაიბარა

ჩინეთის სანაპირო დაცვის ხომალდები ფილიპინურ გემთან შეხვედრისას წყლის ჭავლს იყენებენ, 9 დეკემბერი, 2023
Camille Elemia/The New York Times

ფილიპინებში 25 მარტს განაცხადეს, რომ მათ სანაპიროსთან ჩინეთის სანაპირო დაცვის "აგრესიული ქმედებების" გამო ჩინეთის წარმომადგენელი დაიბარეს.

შაბათს სპრატლის ერთ-ერთი მარჯნის კუნძულთან "Second Thomas Shoal" ფილიპინები ხომალდ BRP Sierra Madre-ზე განლაგებული ჯარისკაცების მომარაგების მისიას ასრულებდა, რა დროსაც ჩინეთის სანაპირო დაცვასთან ინციდენტი მოხდა.

ფილიპინების თქმით, ჩინეთის სანაპირომ დაცვამ მათ ხომალდს გზა გადაუკეტა და წყლის ჭავლის დანადგარებით გემი დააზიანა. ხოლო ჩინეთის მტკიცებით, ისინი "კანონის" ფარგლებში უცხო ქვეყნის ხომალდს გზა გადაუჭრეს, რადგან ის "ჩინეთის წყლებში ძალით ცდილობდა შესვლას".

25 მარტს ფილიპინების საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტმა მკაცრად გააპროტესტა ჩინეთის სანაპირო დაცვის მიერ ფილიპინების როტაციისა და მომარაგების მისიის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ქმედება.

ფილიპინების საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჩინეთს კუნძულ Ayungin Shoal-თან (მარჯნის კუნძულის ფილიპინური სახელი) ყოფნის უფლება არ აქვს. ამასთანავე, "ფილიპინები მოითხოვს, რომ ჩინურმა ხომალდებმა Ayungin Shoal-ის მიმდებარე ტერიტორია და ფილიპინების ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა მყისიერად დატოვონ".

ამას გარდა, ჩინეთის საგარეო სამინისტროსთან ანალოგიური ხასიათის პროტესტი პეკინში ფილიპინების საელჩომაც გამოხატა.

კომენტარები