ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ერდოღანი ნეთანიაჰუზე: ალაჰს ვაბარებთ, გააუბედუროს და დაწყევლოს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წინასაარჩევნო შეკრების დროს ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შესახებ თქვა, რომ მას "ალაჰს აბარებენ, რათა მიხედოს მას, გააუბედუროს და დაწყევლოს". 

ერდოღანის განცხადების ფონზე, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა X-ზე დაწერა, რომ თურქეთის ელჩის მოადგილე შეხვედრაზე დაიბარეს, რათა "ერდოღანს თვალნათელი შეტყობინება გაუგზავნონ". 

"თქვენ, ვინც ჰამასის კრიმინალების ბავშვების მწველებს, მკვლელებს, სექსუალურად მოძალადეებსა და დამსახიჩრებლებს უჭერთ მხარს, უკანასკნელები ხართ, ვისაც ღმერთზე საუბარი შეუძლია. არ არსებობს ღმერთი, რომელიც მოუსმენს მათ, ვინც კაცობრიობის წინაშე თქვენი ჰამასელი ბარბაროსი მეგობრების მიერ ჩადენილ დანაშაულებს ემხრობა". - თქვა კაცმა. 

კომენტარები