აშშ-ისრაელი

ბლინკენი: ისრაელის სამხედრო ოპერაცია რაფაში არასაჭიროა და ის შეცდომა იქნება

AP Photo/Mark Schiefelbein, Pool

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა რაფაში ისრაელის მიერ დაგეგმილ ოპერაციაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს ოპერაცია არასაჭიროა და მისი განხორციელება შეცდომა იქნება.

ენტონი ბლინკენმა რაფაში ოპერაციის შესახებ კაიროში ისაუბრა. ბლინკენის სიტყვებით, რაფაში მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირია და ისრაელის სრულმასშტაბიანი შეტევის შემთხვევაში ისინი ვერსად გაიქცევიან. მისი თქმით, აშშ ისრაელის მხარდაჭერას გააგრძელებს, თუმცა არსებობს უკეთესი გზები ჰამასთან საბრძოლველად.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ისრაელს აფრთხილებს, რომ რაფაში სამხედრო ოპერაციამ შესაძლოა ძალიან მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიოს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ასევე მოუწოდებენ ისრაელს არ განახორხიელონ რაფაში დაგეგმილი შეტევა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე იმუშავონ.

კომენტარები