ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

აშშ: ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია ჰამასის ერთ-ერთი მეთაური

მარცხნივ მარვან ისა, მარჯვნივ ისრაელის იერიშის კადრები
Times of Israel

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი პირველი ამერიკელი ოფიციალური პირი გახდა, რომელმაც ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის, მარვან ისას ლიკვიდაცია დაადასტურა.

"სხვა ჰამასის მაღალჩინოსნები მიმალვაში არიან, დიდი ალბათობით გვირაბების ქსელში, მართლმსაჯულება მათაც მოაკითხავს. ისრაელს ჰამასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. მათ გაანადგურეს ჰამასის ბატალიონები და მოკლეს ათასობით ჰამასის მებრძოლი, მათ შორის არაერთი მეთაური". – თქვა ბრიფინგზე სალივანმა.

11 მარტს ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა ისას სავარაუდო ადგილსამყოფელზე. IDF-მა მეთაურის ლიკვიდაციის შესახებ განცხადება მალევე გააკეთა, თუმცა ჰამასი ინფორმაციას არ ადასტურებდა.

მოკლული მარვან ისა ჰამასის სამხედრო იერარქიაში მნიშვნელობით მე-3 მეთაური იყო

13 მარტს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ლიბანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი ჰადი ალი მუსტაფა.

კომენტარები