ადამიანების გატაცება

დარჩიაშვილი მექსიკაში მყოფ ქართველებზე: არავინ არის გატაცებული

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ცნობით, მექსიკაში ქართველების შესაძლო გატაცებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"არავინ არ არის გატაცებული. ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს მექსიკა თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, თუ დასჭირდება ჩვენი დიპლომატის დახმარება, ამისთვის მზად ვართ და გავაგრძელებთ მომავალშიც.

ჩვენ ვინც დაგვიკავშირდა, მათთან ვმუშაობთ. თუ მათ აქვთ საჭიროება, რომ მათ საჭიროებებზე მოხდეს რეაგირება, ამას გავაკეთებთ მომავალში". - თქვა დარჩიაშვილმა.

16 მარტს მთავარმა არხმა მექსიკაში ქართველების შესაძლო გატაცებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა, რასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საელჩო საქართველოს იმ მოქალაქეების შესაძლო ადგილსამყოფელს არკვევდა, რომლის ოჯახის წევრებმაც უწყებას მიმართეს.

კომენტარები