საქსტატი

საქსტატი: 2023 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში ავტოავარიებს 311 ადამიანი ემსხვერპლა

Getty Images

2023 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 4 076 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 311 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 5 352 დაშავდა. მონაცემების მიხედვით, 114 ავტოსაგზაო შემთხვევა სიმთვრალის შედეგად იყო გამოწვეული. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

2022 წლის ანალოგიურ პერიოდში, 4 060 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 326 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5 794 დაშავდა. სიმთვრალის შედეგად გამოწვეულ შემთხვევათა რაოდენობა 139 იყო. 

კომენტარები