ოკუპირებული ცხინვალი

ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმს მოსკოვთან განიხილავს – კრემლის მედია

Алексей Никольский/РИА Новости

რუსული სამთავრობო მედია, РИА Новости ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დეპუტატ ალან ალბოროვთან საუბარზე დაყრდნობით წერს, რომ მარიონეტული რეჟიმი რუსეთთან მიერთების საკითხს მოსკოვთან "მჭიდრო კოორდინაციით" განიხილავს.

"ყველა ამ საკითხს ჩვენ განვიხილავთ მჭიდრო კოორდინაცით რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით". - თქვა ალბოროვმა რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

მარიონეტული რეჟიმის ე.წ. დეპუტატმა დაამატა, რომ რუსეთთან ერთად კოორდინირებულ საგარეო პოლიტიკას ატარებენ.

"როცა ჩვენ რუსეთთან ერთად ამ აზრამდე მივალთ, ამას გავაკეთებთ". - თქვა ალბოროვმა. 

აქამდე, 2023 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, დმიტრი მედვედევთან 25 აგვისტოს გამართული შეხვედრის დროს გამოთქვა რუსეთის ფედერაციასთან შეერთების სურვილი.

მანამდე, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთებით იმუქრებოდა.

კომენტარები