პაკისტანი

პაკისტანში სტუდენტს მუჰამედის შეურაცხმყოფელი WhatsApp-ის მესიჯებისთვის სიკვდილი მიუსაჯეს

What's Up

პაკისტანში, პენჯაბის პროვინციის სასამართლომ, "ღვთის გმობაში" ბრალდებულ 22 წლის სტუდენტს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

გამოძიების ინფორმაციით, სტუდენტმა ჯერ შექმნა, შემდეგ კი, WhatsApp-ში წინასწარმეტყველ მუჰამედისა და მისი ცოლების შეურაცხმყოფელი ფოტოები და ვიდეოები გაავრცელა. 

იმავე საქმეში ფიგურირებს 17 წლის კაცი, რომელსაც სიკვდილმისჯილის მიერ შექმნილი ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელება ედება ბრალად. მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

ბრალდებულთა ადვოკატები განაჩენის გაპროტესტებას უზენაეს სასამართლოში გეგმავენ.

სტუდენტის წინააღმდეგ საჩივარი პაკისტანის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამსახურში (FIA) 2022 წელს შევიდა. FIA-ს თქმით, მათ "დაზარალებულის" ტელეფონი შეამოწმეს და მესიჯების გამგზავნს მიაგნეს.

პაკისტანში ღვთის გმობა სიკვდილით დასჯადი დანაშაულია. არაერთი ეჭვმიტანილი ლინჩის წესით მოსახლეობამ გაასამართლა, ისე, რომ საქმე სასამართლომდე ვერ მივიდა.

კომენტარები