ჯეიმს ბონდი

პირს ბროსნანის აზრით, კილიან მერფი ჯეიმს ბონდის როლს შესანიშნავად შეასრულებს

პირს ბროსნანი/კილიან მერფი

ჯეიმს ბონდის როლის ყოფილი შემსრულებლის, პირს ბროსნანის აზრით, მსახიობი კილიან მერფი შესანიშნავი იქნებოდა აგენტის როლზე.

"კილიანი შესანიშნავად შეასრულებს ჯეიმს ბონდის როლს". - უთხრა ბროსნანმა BBC-ის.

6 მარტს, ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Sun-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ოსკარის ნომინაციაზე წარდგენილი მერფი ერთ-ერთი ფავორიტი კანდიდატია ბონდის როლზე. 

კილიან მერფის თქმით, მას მსგავსი ინფორმაცია საკუთარ თავზე არ გაუგია. ლაპარაკისას მსახიობი ასევე გამოეხმაურა ოსკარის დაჯილდოებაზე შესაძლო გამარჯვებასაც და თქვა, რომ მას უბრალოდ კარგი საღამოს გატარება სურს.


რიგით 96-ე ოსკარის დაჯილდოების ცერემონია 2024 წლის 10 მარტს გაიმართება.

წლევანდელი დაჯილდოების ლიდერი 13 ნომინაციით კრისტოფერ ნოლანის ოპენჰაიმერია, მეორე ადგილზეა 11 ნომინაციით იორგოს ლანთიმოსის Poor Things, 10 ნომინაციით სამეულშია მარტინ სკორსეზეს Killers of The Flower Moonოპენჰაიმერის "კონკურენტმა" ბარბიმ 8 ნომინაცია მიიღო.

კომენტარები