ჯეიმს ბონდი

ბონდის ახალ ფილმზე AMAZON-ი იმუშავებს - კომპანიამ ფრენჩაიზი 1 მილიარდ დოლარად შეიძინა

იან ფლემინგის ჯეიმს ბონდის ახალ ფილმზე Amazon MGM Studios-ი იმუშავებს - კომპანიამ ფრენჩაიზზე კრეატიული კონტროლი 1 მილიარდ დოლარად შეიძინა.

ცნობისთვის, აქამდე ყველასთვის საყვარელი ბრიტანელი ჯაშუშის ფილმებზე სტუდია Metro Goldwyn Mayer-ი მუშაობდა, რომელიც Amazon-მა 2021 წელს, $8.5 მილიარდ დოლარად შეიძინა, რამაც კომპანიას გზა გაუხსნა ისეთი ცნობილი პროექტების კრეატიული წვდომაზე, როგორიც ჯეიმს ბონდის, ბეჭდების მბრძანებლის ფრენჩაიზებია.

აქამდე, ჯეიმს ბონდზე კრეატიულ კონტროლს კომპანია Eon Production-ის ხელმძღვანელები, ბარბარა ბროკოლი და მისი ნახევარ ძმა, მაიკლ უილსონი ფლობდნენ.

Eon Production-ი ჯეიმს ბონდის ფილმებზე კრეატიულ კონტროლს 1995 წლიდან ფლობდა.

"ვფიქრობ, დროა ჩემს სხვა პროექტებზეც ვფოკუსირდე". - თქვა ბარბარა ბროკოლიმ ინტერვიუში.

ცნობისთვის, ბონდის ფრენჩაიზს მრავალწლიანი ისტორია აქვს - ყველაზე ცნობილი ჯაშუში ბრიტანელი მწერლის, იან ფლემინგის ფანტაზიის ნაყოფია.

ფლემინგმა პირველ წიგნზე მუშაობა 1952 წელს დაიწყო, ავტორის თქმით იმ პერიოდში ოჯახს ქმნიდა, რაზეც ძალიან ნერვიულობდა, რადგან წლების განმავლობაში მარტო ცხოვრებას იყო მიჩვეული, ყურადღების გადასატანად წერა დაიწყო, ერთ წელიწადში ჯეიმს ბონდის პირველი წიგნი კაზინო როიალი გამოვიდა.

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ბონდაიანას ფრენჩაიზის ანგარიშზე 25 ფილმი და 2 ტელეადაპტაცია დაგროვდა.

2021 წელს დენიელ კრეიგმა მეხუთედ და უკანასკნელად ითამაშა ჯეიმს ბონდის როლი, ფილმში No Time To Die 

ამ დრომდე უცნობია ვინ იქნება ახალი ბონდი 26-ე ფილმში - გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელი ჯაშუშის სმოკინგი, შესაძლოა ჯეიმს ნორტონმა, დივერჯენტის ვარსკვლავმა ტეო ჯეიმსმა ან არონ ტეილორ-ჯონსონი მოირგონ. 

კომენტარები