ჯეიმს ბონდი

NO TIME TO DIE პანდემიის პერიოდის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა

Deadline

ჯეიმს ბონდის შესაღებ გადაღებული რიგით 25-ე ფილმი No Time to Die პანდემიის პერიოდის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა.

ბლოკბასტერმა კინოგაქირავებაში 733 მილიონი დოლარი მოაგროვა. აქამდე საუკეთესო მაჩვენებელი ფორსაჟის მეცხრე ნაწილს ჰქონდა, რომელსაც ამ დროისთვის 725 მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული.

შემოსავლის ძირითადი ნაწილი ბონდის ფილმმა ამერიკისა და ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ მოაგროვა. No Time to Die ბრიტანული კინოს ისტორიაში რიგით მეხუთე ყველაზე შემოსავლიანი სურათია(128 მილიონი დოლარი).

No Time to Die უკანასკნელი ფილმია, რომელშიც დენიელ კრეიგმა ჯეიმს ბონდის როლი შეასრულა. ვინ ითამაშებს ინგლისური სადაზვერვო სამსახურის სუპერაგენტს ამ ეტაპზე უცნობია. 25-ე ჯეიმს ბონდი ნამდვილი დეტექტივის ავტორმა კერი ფუკუნაგამ გადაიღო. კრეიგის გარდა ფილმში რამი მალეკი, ლეა სეიდუ და ანა დე არმასი თამაშობენ.

ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის ნახვა საქართველოს კინოთეატრებშია შესაძლებელი.

კომენტარები