ჯეიმს ბონდი

ვინ იქნება შემდეგი ჯეიმს ბონდი?

Fox News

დენიელ კრეიგმა მეხუთედ და უკანასკნელად შეასრულა აგენტი 007-ის როლი. ვინ იქნება შემდეგი ჯეიმს ბონდი დაზუსტებით არავინ იცის, თუმცა ბოლო პერიოდში ქსელში არაერთი საფუძვლიანი და უსაფუძვლო ჭორი გავრცელდა.

ბონდიანას თაყვანისმცემლები და კინოინდუსტრიის ინსაიდერები ყველაზე რეალურ კანდიდატებად ამ ექვს მსახიობს ასახელებენ.

ტომ ჰარდი

ბონდიანას თაყვანისმცემლების ფავორიტი ინგლისელი მსახიობი ტომ ჰარდია. არაერთ გამოკითხვაში, თუ ვინ უნდა იყოს შემდეგი 007, სწორედ ჰარდიმ გაიმარჯვა. თავად მსახიობმა არაერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ წინადადება ამ ეტაპზე არ მიუღია.

იდრის ელბა

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დენიელ კრეიგი მესამედ ასრულებდა ბონდის როლს, იდრის ელბას შესახებ ქსელში არაერთი ჭორი გავრცელდა. დღემდე თაყვანისმცემლები ლუთერის ვარსკვლავს ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილავენ. თავად მსახიობის თქმით ჯეიმს ბონდს სიამოვნებით ითამაშებდა, თუმცა ლუთერის როლიც სავსებით აკმაყოფილებს.

ლაშანა ლიჩი

ლაშანა ლიჩმა უკანასკნელ ფილმში, No Time To Die ნაომის როლი შეასრულა, აგენტის, რომელიც ბონდს მორიგი ბოროტმოქმედის დამარცხებაში ეხმარება. გაჩნდა ფანების თეორია, რომ შესაძლოა აგენტი 007-ის წოდება სწორედ ნაომიმ მიიღოს. მსახიობის თქმით ამ ეტაპზე უცნობია გამოჩნდება თუ არა ნაომი შემდეგ ნაწილში.

ჰენრი კავილი

თუ ბარბარა და მაიკლი(ბონდიანას პროდიუსერები) დაინტერესდებიან ჩემი კადიდატურით, დიდი სიამოვნებით ვითამაშებ ჯეიმს ბონდის როლს". – ამბობს მხედვარის ვარსკვლავი. ჰენრი კავილისთვის ჯაშუშის როლი ახალი არ არის, მან გაი რიჩის The Man from U.N.C.L.E.-ში ამერიკელი სუპერაგენტის როლი ითამაშა.

რეგე-ჟან პეიჯი

2020 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც მსახიობმა ბრიდჯერტონში ითამაშა, არაერთხელ გავრცელდა ჭორი რომ მომდევნო ბონდი სწორედ რეგე-ჟან პეიჯი იქნება. "როდესაც ბრიტანელი ხარ და სადმე კარგად ითამაშებ, მომენტალურად ჩნდება ჭორი, რომ ჯეიმს ბონდის როლს მოგცემენ". – ამბობს პეიჯი.

ტომ ჰიდლსტონი

"რა გითხრათ ისეთი, რაც უკვე არ გსმენიათ? რა თქმა უნდა როლი თავისთავად საინტერესოა, მაგრამ ჩემთვის არავის არაფერი შეუთავაზებია. იმასაც ვხვდები, რომ აზრი არ აქვს, ჩემი პასუხი კიდევ უფრო მეტ კითხვას გაგიჩენთ". – ასე პასუხობს ლოკის როლის შემსრულებელი ჭორებს.

ჯეიმს ბონდის 25-ე ფილმი No Time To Die საქართველოს კინოთეატრებში 7 ოქტომბერს გამოვა.

კომენტარები