პოლონეთი

ვარშავაში პარლამენტის წინ პოლიციას ფერმერები დაუპირისპირდნენ

Reuters

ვარშავაში პარლამენტის წინ პროტესტში მონაწილე ფერმერები პოლიციას დაუპირისპირდნენ. პოლიციამ აქციაზე წიწაკის სპრეი გამოიყენა, რადგან მათი მტკიცებით, ზოგიერთი აქტივისტი პოლონეთის უსაფრთხოების ძალების მიმართ ძალადობრივი ქმედებებით გამოირჩეოდნენ. 

6 მარტს ათასობით ფერმერი ვარშავაში, პარლამენტის წინ შეიკრიბა. პროტესტის მონაწილეები საბურავებს წვავდნენ და ასაფეთქებელ მოწყობილობებს ისროდნენ. პროტესტის მონაწილე ფერმერები იმპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სიიაფეს და გარემოსდაცვით რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლებიც, მათი აზრით, პოლონურ პროდუქციას არაკონკურენტულს ხდის. 

"ქცევა, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ოფიცრების უსაფრთხოებას, მათ შორის მათთვის ქვების სროლა, საჭიროებს მკაცრ და გადამწყვეტ პასუხს" - ნათქვამია ვარშავის პოლიციის განცხადებაში. 

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაპირისპირებისას რამდენიმე პოლიციელი დაიჭრა. საბოლოოდ პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა. 

კომენტარები