ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში

ჰუსიტებმა ამერიკული ხომალდიდან სამი მძევალი აიყვანეს

იემენელი ჰუსიტები სატვირთო გემ Galaxy Leader-ზე

ჰუსიტებმა ადენის ყურეში ამერიკული საზღვაო გადამზიდი ხომალდიდან სამი ეკიპაჟის წევრი ტყვედ აიყვანეს. გემი True Confidence ამერიკული კომპანიის მფლობელობაშია და ბარბადოსის დროშის ქვეშ ცურავდა. ხომალდი იემენის საპორტო ქალაქ ადენთან გაიჭედა. 

6 მარტს ჰუსიტების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მათი სამიზნეები ამერიკული ხომალდები იყვნენ. რამდენიმე საათის წინ აღნიშნული გადამზიდი ხომალდიდან ამომავალი კვამლი შენიშნეს. მას შემდეგ, რაც ჰუსიტებმა გემზე იერიში მიიტანეს და ხომალდმა სერიოზული დაზიანება მიიღო დაიწყო სამაშველო ოპერაცია ეკიპაჟის გადასარჩენად. 

Reuters-ის ანონიმური წყაროს ცნობით, ამჟამად ეკიპაჟი სრულად ევაკუირებულია, თუმცა სამი წევრი დაკარგულია და სავარაუდოდ ჰუსიტების ტყვეობაში იმყოფება. მათ გარდა ეკიპაჟის ოთხმა წევრმა მძიმე დამწვრობა მიიღო. 

კომენტარები