წითელ ზღვაში ბერძნულ გემზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15 კვლავ დაკარგულად ითვლება.
მაშველებმა ზღვიდან ეკიპაჟის ექვსი წევრი გადაარჩინეს.
Reuters-ის ცნობით გემ "Eternity C-ზე" თავდასხმა 2 დღის განმავლობაში, 7-8 ივლისს გრძელდებოდა.
ჰუსიტების განცხადებით, მათმა იერიშებმა გემი სრულიად ჩაძირეს.
მანამდე, ჰუსიტებმა პასუხისმგებლობა აიღეს მსგავს თავდასხმაზე, რომელიც სხვა გემ "Magic Seas-ის" წინააღმდეგ განახორციელეს. "Magic Seas-ის" მთლიანმა ეკიპაჟმა ევაკუირება გემის ჩაძირვამდე მოახერხა.
გამოცემა წერს, რომ ეს ორი თავდასხმა ირანის მხარდამჭერი ჰუსიტების კამპანიის განახლებაა, რომლებმაც 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის დეკემბრამდე 100-ზე მეტ გემს შეუტიეს, რაც მათი თქმით პალესტინელების მხარდასაჭერად კეთდებოდა.





