ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF-მა გამოაქვეყნა ზარი, სადაც გაეროს თანამშრომელი ჰყვება, თუ როგორ დაატყვევა ისრაელელი ქალი

ისრაელელი სამხედროები UNRWA-ს სათაო ოფისთან ღაზის სექტორში
AP Photo/Ariel Schalit

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაქვეყნა 7 ოქტომბრის სატელეფონო ზარი, სადაც გაეროს ღაზის  ოფისის თანამშრომელი მის კოლეგასთან საუბარში ჰყვება, თუ როგორ მიიღო მონაწილეობა ჰამასის თავდასხმაში. გაეროს ღაზის ოფისის თანამშრომელი, მასწავლებელი იუზეფ ალ-ჰავაჯარა ამბობს, რომ დაატყვევა ისრაელელი ქალი და მას "სექს მონას" უწოდებს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა აღნიშნული სატელეფონო ზარი სოციალურ ქსელ X-ზე, (ყოფილი Twitter) გაავრცელა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დატყვევებული ქალი ამჟამად გათავისუფლებულია და მან თავად მიაწოდა ისრაელის თავდაცვის ძალებს ინფორმაცია, რომ ადამიანი, ვინც ის გაიტაცა და მასზე იძალადა გაეროს ღაზის ოფისთან აფილირებული მასწავლებელი იყო. ქალი 50 დღის განმავლობაში სახლის სარდაფში იყო დატყვევებული.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე გაავრცელა სხვა გაეროს თანამშრომლების ვინაობები, რომლებიც 7 ოქტომბრის ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობდნენ. მათ შორის არიან UNRWA-ს დაწყებითი სკოლის მასწავლებლები მამდუჰ ჰუსეინ აჰმად ალ-ქაკი და იუზეფ ზიდან სალიმამ ალ-ხუაჯრი, გაეროს ღაზის ოფისის სკოლის მასწავლებელი ბაქრ მაჰმუდ აბდალაჰ დარვიში და სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი ღასან ნაბილ მოჰამად შჰადრა ელ ჯაბარი. 

გაეროს ღაზის ოფისის (UNRWA) განცხადების მიხედვით, ისრაელის ეს ბრალდებები დაუსაბუთებელია. 

კომენტარები