ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ნიკარაგუა გერმანიას ისრაელის დახმარებისთვის გაეროს სასამართლოში უჩივის

REUTERS/Piroschka van de Wouw/File Photo

ნიკარაგუა გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში გერმანიას ისრაელის სამხედრო და ფინანსური დახმარებისთვის უჩივის. ნიკარაგუა გაეროს სასამართლოს სთხოვს მიიღოს გადაუდებელი ზომები, რათა გერმანიამ შეაჩეროს ისრაელის სამხედრო და ფინანსური დახმარება და უკან წაიღოს მისი გადაწყვეტილება გაეროს პალესტინის ოფისისთვის დაფინანსების შეჩერების შესახებ.

ნიკარაგუას სარჩელის მიხედვით, გერმანიამ ისრაელის დახმარებით 1948 წლის გენოციდის კონვენცია და 1949 წლის ჟენევის კონვენციები დაარღვია. 

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ თემაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. გაეროს სასამართლო, როგორც წესი, საქმის პირველ განხილვას საჩივრიდან რამდენიმე კვირის ფარგლებში ნიშნავს. 

გაეროს პალესტინის ოფისს მისმა მთავარმა დონორებმა - აშშ-მ და გერმანიამ დაფინანსება შეუჩერეს მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა მტკიცებულებები, რომ გაეროს თანამშრომლები ჰამასს ეხმარებოდნენ. 

კომენტარები