ღაზის სექტორი

აშშ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად ჭყლეტაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

Israel Defense Forces

აშშ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად წარმოქმნილი ჭყლეტის შემთხვევის გამოძიებას ითხოვს. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ღაზის სექტორის ამ ტრაგიკულ შემთხვევაზე კატარის და ეგვიპტის პრეზიდენტებთან იმსჯელა. თეთრი სახლის განცხადებით, ღაზის სექტორში 29 თებერვალს მომხდარი ჭყლეტა საგანგაშოა. 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს დრონით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ წარმოიქმნება ჭყლეტა ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად, რასაც 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ღაზის სექტორში ჩამოგდებულ ჰუმანიტარულ დახმარებას და დატვირთულ სატვირთოებს ერთობლივად ათასობით ადამიანი მიაწყდა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს და ისრაელისგან გარკვეულ კითხვებზე პასუხების მიწოდებას მოითხოვს.

"ჩვენ დეტალურად დავაკვირდებით გამოძიებას და მოვითხოვთ პასუხებს" - თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა. 

ისრაელის მხარის ცნობით, სამხედროებმა იარაღი გაფრთხილების და ბრბოს დაშლის მიზნით რამდენჯერმე ისროლეს. ჰამასი მინიმუმ 10 ადამიანის გარდაცვალებას ისრაელს აბრალებს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე დაადასტურეს, რომ ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს იმ ადამიანებს, რომლებიც ჯარისკაცების და მათი გამშვები პუნქტის მიმართულებით მიდიოდნენ და საფრთხეს წარმოადგენდნენ. 

კომენტარები