განათლების სამინისტრო

მინისტრი: საქართველო ჩამოყალიბდება უმაღლესი განათლების ნამდვილ საგანმანათლებლო ჰაბად

შემოგვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც იქითა კვირიდან კანონპროექტის სახით მთავრობის ვებგვერდზე აიტვირთება. ეს არის დისტანციური განათლება, ონლაინ-განათლება. 

დღეს მოგეხსენებათ, გარკვეული კომპონენტები საქართველოში შეზღუდულია, და პირიქით, ამ ბაზარსაც ვხსნით და რეალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ, რომ საქართველო ყალიბდება და ჩამოყალიბდება ნამდვილ უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო ჰაბად, ვინაიდან წლიდან წლამდე საერთაშორისო სტუდენტების მოთხოვნა იზრდება და ბუნებრივია, ჩვენ უნდა ავუბათ ამას მხარი და მივცეთ უფრო მეტი შესაძლებლობა ამ ბაზარს, არ ვიყოთ მხოლოდ ერთ ან ორ ქვეყანაზე დამოკიდებული და დივერსიფიცირება გავაკეთოთ.

ვთქვათ, არ იყოს მხოლოდ სამედიცინო განათლება, არამედ, იყოს ბიზნესი, ინჟინერია დ ა.შ. აი, ამ სიახლეებში ვართ.

განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი TV იმედის ეთერში.

უნივერსიტეტებს შესაძლობლობა მიეცათ, სამწლიანი საბაკალავრო და ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამებიც დანერგონ. საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა განათლების მინისტრის ბრძანება 180-კრედიტიანი და 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების წესის შესახებ.

კომენტარები