ალექსეი ნავალნის სიკვდილი

ჯო ბაიდენი ალექსეი ნავალნის ცოლსა და ქალიშვილს შეხვდა

დაშა ნავალნაია, ჯო ბაიდენი და იულია ნავალნაია, 2024 წლის 22 თებერვალი
President Biden/X

ჯო ბაიდენი კალიფორნიაში რუსი ოპოზიციონერის ცოლს, იულია ნავალნაიასა და შვილს, დაშა ნავალნაიას შეხვდა. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი X-ზე წერს და ფოტოებსაც აქვეყნებს.

"დღეს იულია და დაშა ნავალნაიას შევხვდი - ალექსეი ნავალნის საყვარელ ადამიანებს - მათი დამანგრეველი დანაკარგის გამო ჩემი სამძიმრის გამოსახატად.

ალექსეის გამბედაობის მემკვიდრეობა იცოცხლებს იულიასა და დაშაში, ისევე, როგორც მთელს რუსეთში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლ უამრავ ადამიანში". - წერს ბაიდენი.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში მოკლეს. ოპოზიციონერის ცოლმა, იულია ნავალნაიამ, თქვა, რომ ის ქმრის საქმეს გააგრძელებს და რუსეთის მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

კომენტარები