ისრაელი

ისრაელმა ბედუინ კაცს, რომელმაც ისრაელელი ჯარისკაცები გადაარჩინა, ბინადრობის უფლება მისცა

Courtesy

ისრაელმა ბედუინ კაცს, ჰამიდ აბუ არარს, რომელმაც 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის დროს ისრაელელი ჯარისკაცები გადაარჩინა, ბინადრობის უფლება მისცა. ჰამიდ აბუ არარი სამხრეთ ისრაელში, ნეგევში ცოლთან და 9 შვილთან ერთად ცხოვრობდა, როდესაც ჰამასის ტერორისტები 7 ოქტომბერს ისრაელს თავს დაესხნენ.

ბედუინმა კაცმა ნეგევში მყოფი ისრაელელი ჯარისკაცები შეიფარა. ჰამასის ტერორისტებმა 7 ოქტომბერს ჰამიდ აბუ არარის ცოლი ფატიმა მის თვალწინ მოკლეს. ჰამიდ აბუ არარი ღაზის სექტორშია დაბადებული, რის გამოც მას აქამდე ისრაელში მუდმივად ბინადრობის უფლება არ ჰქონდა. 

"ტერორის წინააღმდეგ უკომპრომისო ომის მიღმა, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ისინი, ვინც ერთგულებას აჩვენებენ და სიცოცხლეს ირჩევენ" - თქვა ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მოშე არბელმა. 

კომენტარები