ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელი ღაზელებს მძევლებზე ინფორმაციის სანაცვლოდ ფულად ჯილდოს სთავაზობს

ღაზის სექტორის მოსახლეობას ისრაელის სახელმწიფოსგან ტექსტური შეტყობინებები მისდის, სადაც ისრაელელ მძევლებზე ინფორმაციის სანაცვლოდ ფულად ჯილდოს სთავაზობენ. 

შეტყობინება პალესტინურ სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. 

"გსურთ უკეთესი მომავალი თქვენი ოჯახისთვის და კარგი ფინანსური ჯილდო? გაქვთ ინფორმაცია მძევლებზე ან იმაზე, თუ ვის ყავს ისინი დატყვევებული? ნუ იყოყმანებთ და დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე" - წერია განცხადებაში. გავრცელებული ტექსტი ასევე შეიცავს ბმულებს და საკონტაქტო ინფორმაციას. 

ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუ ისრაელის რომელი სახელმწიფო უწყება ცდილობს ამ გზით ისრაელელ მძევლებზე ინფორმაციის მოძიებას. 

აქამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში ბუკლეტები გადმოყარეს, რომელიც ასევე მოუწოდებდა ღაზელებს ჰამასის ტყვეობაში მყოფ ისრაელელებზე ინფორმაცია მიეწოდებინათ. 

კომენტარები