ყაზახეთი

ყაზახური მედია: საქართველოს მოქალაქემ საზღვარზე $100 000-ის უკანონოდ გადატანა სცადა

ყაზახური მედიის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ ყაზახეთის საზღვარზე 100 000 აშშ დოლარის უკანონოდ გადატანა სცადა. 

შემთხვევა 11 თებერვალს, ატირაუს საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. საქართველოს მოქალაქემ, რომელიც ავიარეისით, ატირაუ-ქუთაისი, მიემგზავრებოდა, საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლებს უთხრა, რომ ხელბარგში 10 000 აშშ დოლარი ედო. 

თუმცა, სასაზღვრო სამსახურისა და ეკონომიკური გამოძიებების დეპარტამენტების თანამშრომლებმა შემოწმების დროს ბარგში დამატებით 90 000 აშშ დოლარი აღმოაჩინეს, რომელიც დამალული იყო. 

კომენტარები