დონალდ ტრამპი

ნიუ-იორკის შტატის სასამართლომ ტრამპს ჯარიმის სახით $355 მილიონის გადახდა დააკისრა

ნიუ-იორკის შტატის სასამართლომ აშშ-ს ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეზე დამნაშავედ ცნო და ჯარიმის სახით 355 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

როგორც მოსამართლე არტურ ენგორონმა დაადგინა, ტრამპი საოჯახო ბიზნესის წმინდა ღირებულების ათი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 3.6 მილიარდი დოლარით ზრდიდა, რამაც მას საშუალება მისცა, ესარგებლა უფრო ხელსაყრელი სასესხო პირობებით.

სასამართლომ ტრამპს ასევე სამი წლის ვადით აუკრძალა, იყოს ნიუ-იორკის რომელიმე კომპანიის თანამშრომელი ან დირექტორი. ამავე პერიოდის განმავლობაში, ტრამპს და მის კომპანიებს ეკრძალებათ ნიუ-იორკში ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტისგან სესხის აღება.

გარდა ამისა, სასამართლომ ტრამპის შვილებს, დონალდ უმცროსს და ერიკს 4 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. მოსამართლემ ისინი დამნაშავედ ცნო თაღლითობაში. მათ 2 წლით ასევე აეკრძალათ ნიუ-იორკის კომპანიების მართვა.

ტრამპის ორგანიზაციის ყოფილი ფინანსური დირექტორი ალენ ვაისელბერგი, რომელმაც დანაშაული აღიარა ცალკე საგადასახადო თაღლითობის საქმეში, გადაიხდის მილიონი დოლარის ღირებულების ჯარიმას. სასამართლომ მას სამუდამოდ აუკრძალა ნიუ-იორკის რომელიმე კომპანიის ფინანსების მართვა.

ტრამპის ადვოკატების თქმით, ისინი გადაწყვეტილებას გასაჩივრებას გეგმავენ. 

კომენტარები