ალექსეი ნავალნის სიკვდილი

ბრძოლა სიკეთესა და ნეიტრალიტეტს შორის არ დასრულებულა – Meduza ნავალნის სიკვდილზე

ალექსეი ნავალნი
Meduza

რუსული დამოუკიდებელი მედია Meduza ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით სარედაქციო წერილს აქვეყნებს:

ნავალნი გარდაიცვალა. ეს სამწუხაროა.

თუმცა ამას ჩვენი პარალიზება არ შეუძლია. ჩვენ განრისხებულები ვართ და ჩვენ ამ დღეს უწვრილმანეს დეტალებში დავიმახსოვრებთ, რათა ამ მრისხანებამ არ დაგვტოვოს.

ნავალნის სიკვდილზე პირადადაა პასუხისმგებელი ადამიანი, რომელიც თავს რუსეთის პრეზიდენტად აცხადებს. პუტინმა მოკლა ნავალნი.

ნავალნი დაგვეხმარა გვეპოვა რწმენა, რომელიც დაგვჭირდება, რათა მოვინელოთ ისინი, ვინც რუსეთში ძალაუფლება დაისაკუთრა და იმისთვის, რომ გავანადგუროთ ის, რაც ამ ძალისგან დარჩება.

ნავალნის რწმენა - მომავალია. ჩვენი რწმენა - მომავალია. ის მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. დამოკიდებულია იმაზე, რასაც ვაკეთებდით, ვაკეთებთ და გავაკეთებთ.

ნავალნი ცხოვრობდა გმირივით. და მოკვდა გმირივით. მან გვაჩვენა, რომ მასაც კი, ვისაც არანაირი ძალაუფლება არ გააჩნია, სამყაროს შეცვლა შეუძლია.

ნავალნი იცინოდა ბოროტებაზე და იმედს არასდროს კარგავდა. და ის, რა თქმა უნდა, გაიცინებდა, ეს სამგლოვიარო სიტყვა რომ წაეკითხა.

მადლობა, ალექსეი.

ბრძოლა სიკეთესა და ნეიტრალიტეტს შორის ჯერ არ დასრულებულა.

კომენტარები