ანდერს ბრეივიკი

ანდერს ბრეივიკის მოთხოვნა იზოლირებული ციხიდან გადაყვანაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა

Cornelius Poppe/NTB/via REUTERS/file photo

ნორვეგიის სასამართლომ მასობრივი მკვლელის ანდერს ბრეივიკის მოთხოვნა იზოლირებული ციხიდან გადაყვანაზე არ დააკმაყოფილა. ანდერს ბრეივიკი სასამართლოს წინაშე ამტკიცებდა, რომ წლების განმავლობაში იზოლირებული პატიმრობით მისი უფლებები ირღვეოდა. 

სასამართლოზე მოწვეულმა ფსიქოლოგმა თქვა, რომ ანდერს ბრეივიკი არაა დეპრესიაში და არც სუიციდისკენაა მიდრეკილი. 

"საბოლოოდ, სასამართლო მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ პატიმრობის პირობები არ არის არაპროპორციულად მძიმე" - წერია ოსლოს ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილებაში. 

ბრეივიკის ადვოკატის თქმით, ისინი სააპელაციო სასამართლოში ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. 


ბრეივიკი ულტრამემარჯვენე ექსტრემისტია, რომელმაც 2011 წელს ნორვეგიაში 77 ადამიანი მოკლა. 8 ადამიანის სიცოცხლე ოსლოში მის მიერ ორგანიზებულ აფეთქებას ემსხვერპლა. 69 ადამიანი, უმეტესად მოზარდები, ბრეივიკმა ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმის დროს მოკლა. მას ნორვეგიაში არსებული მაქსიმალური სასჯელი, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ვადის გაზრდის შესაძლებლობით. 

კომენტარები