რუსეთი-აშშ

ვოლოდინი: აშშ-ში სურთ, რომ მათი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იყოს

ვიასეჩლავ ვოლოდინი და ვლადიმერ პუტინი
REUTERS

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, აშშ-ში სურთ, რომ მათი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იყოს. ამის შესახებ რუსეთის სამთავრობო მედია, ТАСС-ი წერს

"თუ ნახავთ, რას წერენ ამერიკაში, მათ უნდათ, რომ მათი პრეზიდენტი პუტინი იყოს, მაგრამ არ ჰყავთ, ის ჩვენ გვყავს, ხოლო მათ ბაიდენი ჰყავთ, ხედავთ, სასჯელი მათთვის". - თქვა ვოლოდინმა პლენარული სხდომის დროს.

ვოლოდინმა ასევე თქვა, რომ დასავლეთი პუტინს აკრიტიკებს, რადგან იციან, რომ მისი მმართველობის ქვეშ რუსეთი გაძლიერებას გააგრძელებს და ეს არ სურთ. 

"უნდა დავაფასოთ, რომ პუტინმა საჯაროობის, შეჯიბრის, კონკურენციის გარემო შექმნა, ეს არის ჩვენი პოლიტიკური სისტემის ძლიერი მხარე". - თქვა ვოლოდინმა.

დუმის სპიკერმა დაამატა, რომ, ამის მიუხედავად, რუსეთში ყველა "პარტიულ ინტერესებზე ზემოთ უნდა იდგეს" და პუტინს დაუჭიროს მხარი. 

"ამასთან ერთად, ამჟამინდელ სიტუაციაში ყველა ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. [...] ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ". - თქვა ვოლოდინმა. 

 

კომენტარები