რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში რუსეთმა პირველად ცირკონის ჰიპერბგერითი რაკეტა გამოიყენა

რაკეტა ცირკონის გამოცდა რუსული ხომალდიდან
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთმა პირველად 3M22-ის ტიპის ცირკონის ჰიპერბგერითი რაკეტა გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაცია კიევის სასამართლო ექსპერტიზის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა გაავრცელა.

როგორც ცნობილია, რუსეთის მხარემ ანტისატანკო ცირკონის ჰიპერბგერითი რაკეტა 7 თებერვალს გაუშვეს. Kyiv Independent-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტამ ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 50 ადამიანი დაშავდა. 

მოსკოვს აქამდე რუსეთის არსენალში არსებულ ცირკონის ჰიპერბგერით რაკეტაზე გავრცელებული აქვს ინფორმაცია, რომ ამ რაკეტა ხმის გავრცელების სიჩქარეზე 9-ჯერ სწრაფია და შეუძლია სამიზნეზე იერიში 1000 კილომეტრის რადიუსში. 

მკვლევრების აზრით, რაკეტის ჩამოვარდნილი ნარჩენების ანალიზით დგინდება, რომ რაკეტის მონაცემები სრულად არ შეესაბამება მოსკოვის მიერ წინასწარ გავრცელებულ მონაცემებს. 

კომენტარები