ავტოსაგზაო შემთხვევა

პოლიციელს, რომელიც მანქანით ქვეითს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა, პატიმრობა შეეფარდა

შსს-ს თანამშრომელს, თამაზ ბრაჭულს, რომელიც დუშეთში მანქანით ქვეითს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გერმანე დადეშქელიანმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა - ბრალდებულის ადვოკატი კი 20 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. 

ბრალდებულმა თამაზ ბრაჭულმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ მას თვალში მხედველობა -2 აქვს და ვერ დაინახა, რომ გზაზე ვინმე გადაადგილდებოდა. 

პროკურატურის ცნობით, დუშეთში, ბრალდებული, რომელიც მის საკუთრებაში არსებულ მანქანას მართავდა, ქვეითს დაეჯახა, რომელიც შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით დაიღუპა. უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შემდეგ, შსს-ს თანამშრომელმა ფეხით მოსიარულე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მიატოვა და ადგილიდან მიიმალა.

კომენტარები