ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დღეს, 11 თებერვალს, ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ტყვეობაში, 132 მძევლიდან საკმარისი მათგანია ცოცხალი, რათა ღაზაში მიმდინარე ომი გამართლდეს.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენი მძევალია ცოცხალი ღაზაში, ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ "საკმარისი, რათა გამართლდეს ის ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ [ომში] ვდებთ".
"ჩვენ შევეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავაბრუნოთ ყველა, ვინც ცოცხალია და, ასევე, [დავაბრუნოთ] გარდაცვლილთა ცხედრები". - თქვა ნეთანიაჰუმ ტელეკომპანია ABC-სთან მიცემულ ინტერვიუში.