ოკუპირებული ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალი: საქონელი საქართველოს ტერიტორიაზე ძოვს, იზრდება პათოგენის რისკი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა შეხვედრაზე მიიწვია სასოფლო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რათა გაძლიერდეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მისახლეობის ინფორმირება ე.წ. სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ.

დეპარტამენტის პრესსამსახურის მიხედვით, სხვადასხვა ზომების მიუხედავად, ცხინვალში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა არ ემორჩილება ე.წ. საზღვრის გადაკვეთის წესებს.

"ბოლო პერიოდში გახშირდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიერ საქონლის საძოვარზე საქართველოს ტერიტორიაზე გადმოყვანის ფაქტები, რაც ქმნის ცხოველების ბიოლოგიური ინფექციებისა და საპირისპირო მიმართულებით პათოგენების გადმოტანის რისკებს" – ვკითხულობთ განცხადებაში. 

ე.წ. უშიშროების სამსახური აფრთხილებს მოსახლეობას "სახელმწიფო საზღვრის" დაცვის კანონის დარღვევასთან დაკავშირებული სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე. 
 

კომენტარები