საქართველოს მთავრობა

სტიქიასთან ბრძოლა რომ არ დაბრკოლდეს - პრეზიდენტმა კობახიძის დანიშვნას ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას. 

"რათა სტიქიასთან საბრძოლველად არ შეიქმნას დაბრკოლება, დროულად გამოიცეს შესაბამისი აქტები და მოხდეს რეაგირება" - აღნიშნავს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

პარლამენტმა საქართველოს მთავრობა 8 თებერვალს დაამტკიცა - მთავრობას ნდობა 84-მა დეპუტატმა გამოუცხადა, მოწინააღმდეგე კი 10 დეპუტატი იყო. 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში Facebook-ის პირად გვერდზე ნიკო ნიკოლაძის ციტატა გამოაქვეყნა და დაწერა, რომ "თავს გრძნობს სარკასტულად". 

მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს და ის საქართველოს ახალი პრემიერმინისტრი იქნება. გარდა ამისა, ახალ კაბინეტში მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვალა და ჯუანშერ ბურჭულაძის ნაცვლად პოსტს ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს. როგორც 1 თებერვალს კობახიძემ თქვა, ბურჭულაძემ პოსტის დატოვება და პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება თავად მოისურვა.

1-ელ თებერვალს ქართული ოცნების მე-8 ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს, ხოლო ირაკლი კობახიძის კანდიდატურა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე წარადგინეს

კომენტარები