ჩეხეთი

ჩეხეთის მთავრობა ევროზონაში შესვლას განიხილავს

REUTERS/Johanna Geron/File Photo

ჩეხეთის მმართველი პარტიები შეთანხმდნენ, რომ მთავრობა კიდევ ერთხელ განიხილავს ევროზონაში შესვლის საკითხს და შეაფასებენ მოსალოდნელ სარგებელსა და რისკებს. ევროზონაში გაწევრიანების მსურველმა ქვეყანამ ორწლიანი გარდამავალი პერიოდი უნდა გაიაროს და ERM II-ის გაცვლით მექანიზმს უნდა შეუერთდეს.

მმართველი კოალიცია შეთანხმდა, რომ ექსპერტების შემუშავებულ პანელურ რეკომენდაციებს 2024 წლის ოქტომბერს განიხილავენ და გადაწყვეტენ შეუერთდებიან თუ არა "ევროზონის მოსაცდელ ოთახს". ჩეხეთში ევროზონაში შესვლას მხარს უჭერს ცენტრისტული პარტია STAN. 

ჩეხეთის პრემიერმინისტრის პეტრ ფიალას თქმით, ისინი ასევე დაიწყებენ მუშაობას ევროზონასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზეც.

კომენტარები