აზერბაიჯანი

ცნობილია აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლი - ალიევს 93,9% აქვს

President.az

7 თებერვალს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. უკვე ცნობილია Oracle Advisory Group-ის ეგზიტპოლის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ილჰამ ალიევს 93,9% აქვს მიღებული. 

ამერიკული კომპანია Oracle Advisory Group-ის წარმომადგენლის ჯორჯ ბირნბაუმის სიტყვებით, აზერბაიჯანში ჩატარებული რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიის გამარჯვებაა. 

თავად ილჰამ ალიევმა ხმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მისცა. აზერბაიჯანის ორმა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. 

კომენტარები