ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

Sky News Arabia: კატარის ცნობით, ისრაელი 5000-მდე არაბი პატიმრის გათავისუფლებაზე თანახმაა

euromonitor.org

Sky News Arabia ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში თანახმაა 3000-დან 5000-მდე პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლოს. გავრცელებული ინფორმაციით, ჰამასის წარმომადგენლებს ეს ინფორმაცია კატარმა მიაწოდა, რომელიც აღნიშნული კონფლიქტის მთავარი მედიატორია

შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ჰამასს შეეძლება არჩევა და მითითება, თუ რომელი პატიმრების გათავისუფლებაა უფრო პრიორიტეტული. 

პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს ბოლო საჯარო განცხადებების მიხედვით, ისრაელი ათასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას არ აპირებს. 

Sky News Arabia-ს ცნობით, კატარი მოლაპარაკებების პროცესში ცდილობს შეარბილოს ჰამასის მოთხოვნები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად. ამავე ანგარიშის მიხედვით, კატარმა ჰამასს შესთავაზა იძულებით გადაადგილებული პალესტინელების ღაზაში დაბრუნება, ახალი წყლის და კანალიზაციის სისტემების აშენება და ახალი ლტოლვილთა ბანაკების აშენება. 

კომენტარები