აშშ-ისრაელი

ომის დაწყების შემდეგ ისრაელში ბლინკენის მეხუთე ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

AP Photo/Mark Schiefelbein, Pool

ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ ენტონი ბლინკენის მეხუთე რეგიონული ტურნე ახლო აღმოსავლეთში დაიწყო. ბლინკენის მიზანია, რომ ისრაელს და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას შეუწყოს ხელი. 

ამ ოფიციალური ვიზიტისას, სავარაუდოდ, ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთს, ისრაელს, ეგვიპტეს და კატარს ესტუმრება. ვიზიტამდე ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ის აპირებს ყურადღების გამახვილებას ღაზის სექტორში უმძიმეს ჰუმანიტარულ სიტუაციაზე. 

ამავდროულად, ისრაელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნე.

შეთავაზებული შეთანხმების მიხედვით, ისრაელსა და ჰამასს შორის თავდაპირველად ცეცხლი ექვსი კვირით უნდა შეწყდეს. ამავე შეთანხმებით, ჰამასმა ყველა დარჩენილი მძევალი და ისრაელმა პალესტინელი პატიმრები უნდა გაათავისუფლონ. 

კომენტარები