კანადა

კანადის სანაპიროზე მე-19 საუკუნის გემი გამოირიყა

telegraph.co.uk

კანადის სანაპიროზე შტორმი ფიონას გამო მე-19 საუკუნის ხის გემი გამოირიყა. ხომალდის სიგრძე დაახლოებით 25 მეტრია. 

ხომალდის ნარჩენები სანაპიროზე თავდაპირველად ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შენიშნეს. პირველად მუქი ჩრდილი წყალში 21 წლის გორდონ ბლექმორმა დაინახა, როდესაც ქეიფ რეისთან ახლოს ზღვის ფრინველებზე ნადირობდა. 

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გემი მე-19 საუკუნეშია აგებული, რადგან გემის სტრუქტურაში გამოყენებულა ხის ფიცრები და სპილენძის პალოები. ამას გარდა, ჯერჯერობით არაფერია ცნობილი გემის წარმომავლობაზე და მარშრუტზე, სადაც ის ჩაიძირა. 

გემების ნარჩენების დაცვის საზოგადოების პრეზიდენტმა ნილ ბარჯესმა თქვა, რომ ხომალდი მუხის ან წიფლის ხისგანაა აგებული და სავარაუდოდ ევროპაშია აშენებული. 

კომენტარები