პუტინის რუსეთი

რუსეთმა მწერალ ბორის აკუნინზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მწერალ ბორის აკუნინზე (გრიგორი ჩხარტიშვილი) ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Mediazona ავრცელებს.

გასული წლის დეკემბერში რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა აკუნინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე "ტერორიზმის საჯარო გამართლებისა და რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების" გამო აღძრა. 

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აკუნინი ე.წ. უცხოელი აგენტების სიაში შეიყვანა, საფინანსო სადამკვირვებლო ორგანომ კი - ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში.

"ის ეწინააღმდეგებოდა უკრაინაში სპეცოპერაციას, ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის ფედერაციისთვის, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის ნეგატიური იმიჯის შექმნას. მან მონაწილეობა მიიღო უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერ ღონისძიებებში. მონაწილეობდა უცხოური აგენტების შეტყობინებებისა და მასალების შექმნასა და გავრცელებაში შეუზღუდავი რაოდენობის ადამიანებზე". - წერდა რუსეთის იუსტიციის სამინისტრო.

კომენტარები