პუტინის რუსეთი

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ბორის აკუნინი "უცხოელ აგენტად" გამოაცხადა

ბორის აკუნინი
Tass

რუსული მედიის ცნობით, მწერალი ბორის აკუნინი (ნამდვილი სახელი გრიგორი ჩხარტიშვილი) რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ "უცხოელ აგენტად" გამოაცხადა.

"ის ეწინააღმდეგებოდა უკრაინაში სპეცოპერაციას, ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის ფედერაციისთვის, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის ნეგატიური იმიჯის შექმნას. მან მონაწილეობა მიიღო უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერ ღონისძიებებში. მონაწილეობდა უცხოური აგენტების შეტყობინებებისა და მასალების შექმნასა და გავრცელებაში შეუზღუდავი რაოდენობის ადამიანებზე". - წერს რუსეთის იუსტიციის სამინისტრო.

ბორის აკუნინი რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა 18 დეკემბერს ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში შეიყვანა.

კომენტარები