უძრავი ქონების ფასები

2023 წლის მე-4 კვარტალში უძრავი ქონების ფასების ინდექსი 2.9%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის მე-4 კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.9%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 12.8% შეადგინა. ამასთან, იმავე ინდექსი 2020 წლის საშუალოს 39.8%-ით აღემატება. 

"RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს". - ნათქვამია საქსტატის გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

გასული წლის მე-4 კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასები გაიზარდა როგორც საცხოვრებელი ბინების (+2.5%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (+4.3%).

საქსტატის ინფორმაციითვე, 2022 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით ფასები ორივე სეგმენტის შემთხვევაში გაიზარდა - ბინები 14.2%-ით გაიზარდა, ხოლო კერძო სახლები - 8.6%-ით.

გარდა ამისა, გასული წლის მე-4 კვარტალში ახალაშენებული საცხოვრებლები სეგმენტში 1მ²-ის მედიანური ღირებულება ყველაზე მაღალი მთაწმინდაზე იყო.

2023 წლის მეოთხე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ²-ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით:

საქსტატი

 

კომენტარები