ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელი აღიარებს, რომ მძევლების ცხედრების საპოვნელად ღაზაში საფლავები ამოთხარეს

Ahmed Zakot

ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ღაზის სექტორში ისრაელელი ტყვეების ცხედრების საპოვნელად საფლავები ამოთხარეს. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში ფოტოები გავრცელდა, სადაც ბულდოზერებით ამოთხრილი და დაზიანებული საფლავები ჩანდა. 

ინფორმაცია საფლავების ამოთხრის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებიმა ამერიკულ ტელეარხ NBC-ს დაუდასტურეს. 

IDF-ის განცხადების მიხედვით, მძევლების ცხედრების იდენტიფიკაციის პროცესი უსაფრთხო იყო და არ არღვევდა გარდაცვლილების პატივისცემის სტანდარტებს. ამოთხრილი ცხედრებიდან არც ერთი აღმოჩნდა ისრაელელი ტყვის სხეული. ისრაელის ცნობით, ყველა ცხედარი საფლავს პატივისცემის და ღირსების დაცვით დაუბრუნდა. 

"რომ არა ჰამასის დასაგმობი გადაწყვეტილება, რომ ტყვედ აეყვანათ ისრაელელი კაცები, ქალები, ბავშვები და ახალშობილები, მსგავსი სამძებრო სამუშაოების საჭიროება არ იქნებოდა" - წერია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. 

კომენტარები