2018 წლიდან საქართველოში არსებობს დაგროვითი პენსია, რომელიც ქართული ოცნების მიერ სავალდებულია. ეს ძალიან ცუდი მოდელია და ევროპულ საქართველოში ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი, არ უნდა ყოფდეს მოქალაქეებს ასაკობრივი ზღვარის მიხედვით და ჩვენი რეფორმა ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს საშუალებას, ასაკობრივი ზღვარის მიუხედავად, თავისი სურვილის მიხედვით დააბანდოს კერძო საინვესტიციო და საპენსიო ფონდებში თავისი დანაზოგი და აძლევს საშუალებას, საჭიროების შემთხვევაში, მოიხმაროს თავისი დანაზოგი. ეს უწყობს ხელს მოქალაქეებს საკუთარი ცხოვრების დაგეგმარებაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის არ ზრდის საგადასახადო ტვირთს. ის სტიმულები, რომლებიც დღევანდელ კანონმდებლობაშია ჩადებული, იწვევს საგადასახადო ტვირთის გაზრდას და თუ 40 წლამდე ადამიანებისთვის ეს სავალდებულოა და დამსაქმებელს ეზრდება ხარჯი, მისი მოტივი იკლებს, რომ ახალგაზრდა ადამიანები მიიღოს სამსახურში.
ევროპული საქართველო
კირთაძე: დაგროვებითი პენსია უნდა იყოს ნებაყოფლობითი, არ ყოფდეს მოქალაქეებს ასაკის მიხედვით
tbl.ge/6o1y
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს წევრმა, თენგო კირთაძემ ტვ პირველის ეთერში საპენსიო სისტემის შესახებ ევროპული საქართველოს ხედვაზე ისაუბრა.
ამავე თემაზე
- წერეთელი: ევროპული საქართველო კოალიციის ნაწილი იქნება, მალე გაცნობებთ, რომლის
- ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა
- ვინ წავიდა ევროპული საქართველოდან და ვინ დარჩა პარტიაში
- წერეთელი: სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის
- ბოკერია: ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში