საქართველო-ჩინეთი

სამხარაძე: სამწუხაროა, რომ ოპოზიციურ სპექტრში საგარეო პოლიტიკის ანალიზის უნარი არავის აქვს

ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში საგარეო პოლიტიკის და ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის გაკეთების უნარი არავის აქვს. 

უბრალოდ, სასაცილო კი არა, სატირალია იმის გაგება, რომ თურმე ჩვენ აქ ჩამოვედით მოსკოვის დავალებით. ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ კი არ გვაყენებენ რაიმე ტიპის შეურაცხყოფას, არამედ შეურაცხყოფას აყენებენ ჩინეთს, რომელიც მშოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოა და თურმე ჩინეთი იღებს ქართულ დელეგაციას მოსკოვის დავალებით. ამაზე მეტი უვიცობა, საერთოდ არაფერი რომ არ გაგეგებოდეს საერთაშორისო ურთიერთობებში და საგარეო პოილიტიკაში, ეს მაინც არ უნდა თქვა. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შესახებ. 

ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ქართული ოცნების დელეგაცია ჩინეთში ვიზიტით იმყოფება.

კომენტარები