საქართველო-ჩინეთი

კობახიძე და ქართული ოცნების დელეგაცია ჩინეთში ვიზიტით იმყოფება

ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების დელეგაცია ჩინეთში ვიზიტით იმყოფება - ინფორმაციას სამთავრობო მედია ავრცელებს. პარლემენტის  ვიცესპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საქართველო დიდ როლს ანიჭებს ეკონომიკური პოტენციალის, ე. წ. შუა კორიდორის განვითარებას, რომელშიც ჩინეთს აქვს უზარმაზარი როლი. 

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. ამ ვიზიტს ძალიან დიდი როლი აქვს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის არის უკვე გაკეთებული განცხადება სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ, ამის ხელშემწყობი ღონისძიება გახლავთ. მეორე მხრივ, თქვენ იცით, რომ საქართველო ძალიან დიდ როლს ანიჭებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას და ე. წ. შუა კორიდორის განვითარებას, რომელშიც ჩინეთს აქვს უზარმაზარი როლი" - თქვა ირაკლი ჩიქოვანმა. 

27 ივლისს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სტრატეგიული პარტნიორობის დასამყარებლად ჩინეთში ჩავიდა. 

27 ოქტომბერს ტაბულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ჩინეთში გამართული ფორუმის ბანკეტს ვლადიმირ პუტინთან ერთად დაესწრო და მის სიტყვით გამოსვლასაც მოუსმინა.

კომენტარები