ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ივანიშვილის განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე მომავალ კვირას ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრება.
პაპუაშვილი ჩინეთის შაანსის პროვინციის კომიტეტის მდივანს, ამავე პროვინციის პარლამენტის - შაანსის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჭაო იდეს შეხვდა. შეხვედრაზე პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს სურვილი განათლების სფეროში ჩინეთთან თანამშრომლობის.
"ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს განათლების სისტემის რეფორმა, როგორც სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ისე სასწავლო პროგრამების, კურიკულუმებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. მომავალ კვირას საქართველოს განათლების მინისტრი ჩინეთს ეწვევა და ექნება შესაძლებლობა ჩინელ კოლეგებთან გამართოს შეხვედრები. მსურს, აქაც აღვნიშნო, რომ ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს განათლების სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაცვლის". - განაცხადა პაპუაშვილმა [TV იმედის თარგმანი].
შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.




