გიორგი გახარია

სიჭინავა კობახიძეზე: რა კითხვების დასმის თავი ჰქონდა, გახარიას ქლესა ღიმილით დასდევდნენ

პარტია საქართველოსთვის წევრმა, ბერდია სიჭინავამ, ირაკლი კობახიძის პოსტის იმ ნაწილს უპასუხა, სადაც წერს, რომ გიორგი გახარია მათ ატყუებდა, რომ "ბასიანში შეჭრისას ნარკოტიკების მოხმარების უამრავი ვიდეომტკიცებულება ამოიღო" და მეორე დღეს დაიმალა, როდესაც მტკიცებულებები უნდა წარედგინა.

"ძალიან კარგად იციან, რომ კვირა არ გავიდოდა ბასიანში 2-3 ახალგაზრდა არ დაღუპულიყო, დღეს ლეგალურად აქციეს ნარკომანია, პირდაპირ პროგრამაში ჩართულ ადამიანს გამოაქვს პირით ნარკოტიკული საშუალება და მთელ უბანში ავრცელებენ და ეს არის ლეგალური და ამას აფარებს ხელს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთავრობა, რატომ იცით? ამ ადამიანების ხმები სჭირდებათ არჩევნებზე და ქუჩა რომ მოაბილიზონ და ეს ადამიანი დღეს როგორ საუბრობს ამას, ვინ ეკითხება ირაკლი კობახიძეს ოპერატიულ ინფორმაციაზე წვდომას, არასდროს ჰქონია ოპერატიულ ინფორმაციაზე წვდომა - არც თანამდებობრივად, არც პარტიისა და პარლამენტის თავმჯდომარეებს ეკუთვნით.

რა კითხვების დასმის თავი ჰქონდა ირაკლი კობახიძეს გიორგი გახარიასთვის, არ მენახა მაინც ეს ადამიანები გიორგი გახარიასთან როგორ იყვნენ, რისი კითხვების დამსმელები... ქლესა ღიმილით [იყვნენ], ქლესა ღიმილით დასდევდნენ კუდში, რომელი კითხვის დამსმელი იყო გიორგი გახარიასთვის ირაკლი კობახიძე და ირაკლი ზარქუა". - ამბობს სიჭინავა პალიტრანიუსის ეთერში.

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში ბასიანი და გალერი 2018 წლის 12 მაისის ღამეს შეიჭრა. სპეცოპერაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მხარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და ათეულობით მონაწილე დააკავა. შსს აცხადებდა, რომ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა, 12 მაისს ამ კლუბებში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი დააკავა.


ქართული ოცნების თავმდჯომარემ, ირაკლი კობახიძემ ვრცელი პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გიორგი გახარიამ დაწერა, რომ ოცნების ახლად არჩეულ საპატიო თავმჯდომარესთან - ბიძინა ივანიშვილთან ნებისმიერ ფორმატში მზად არის დებატებისთვის.

კომენტარები