ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელის დაცვის მხარე ჰააგაში: ყველა ომი გენოციდი არაა, გენოციდის არსი არ უნდა გავაუფასუროთ

Al Majalla

ჰააგის სასამართლოში ისრაელის წარმომადგენელმა, ადვოკატმა მაკლოლმ შომ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ არ შეიძლება ყველა შეიარაღებულ კონფლიქტს გენოციდი დაერქვას და ამით ამ დანაშაულის არსი გაუფასურდეს. მისი თქმით, სამოქალაქო პირებს ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ადგებათ ზიანი და ეს ომის კოლატერულ ზიანად არის მოხსენიებული. 

"ყველა კონფლიქტი გენოციდი არ არის. გენოციდის დანაშაული საერთაშორისო სამართლის და გენოციდის კონვენციის ფარგლებში განსაკუთრებით სასტიკი ქმედებაა. საერთაშორისო სამართალში გენოციდი ბოროტების ზენიტია, ეს დანაშაულის დანაშაულია" - თქვა პროფესორმა მალკოლმ შომ. 

ისრაელის წარმომადგენლის თქმით, თუ გენოციდის ბრალი შეიარაღებული კონფლიქტის გავრცელებული შეფასება გახდება, ამით ამ დანაშაულის არსი დაიკარგება. 

11 იანვარს ჰააგის სასამართლოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საჩივრის განხილვა დაიწყო, რომელიც ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს. 

კომენტარები