ბიძინა ივანიშვილი

ზარქუა: დანიის ელჩის განცხადება თავხედური და უპასუხისმგებლოა

მე ამ განცხადებას დავარქმევდი უპასუხისმგებლოს, სიცრუეს, დეზინფორმაციასა და თავხედურს [...] შეიძლება, ამ განცხადებებს ერთადერთი ამოცანა და მიზანი ჰქონდეს - ეს არის პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება და მარგინალების მხარდაჭერა. რის საპირისპიროდაც ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ევროკავშირი ვმუშაობთ. 

მოგიწოდებდით, შემდეგში უფრო ფრთხილი იყოთ. არ ვიცი, ეს შეცდომით თუ გამიზნულად ქენით, ორივე შემთხვევაში დანაშაულია და მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ელჩს დაიბარებს და ახსნა-განმარტებებს მოსთხოვს. მე კი, ჩემი მხრიდან, ვურჩევდი, განცხადების გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს.

ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა საქართველოში დანიის სამეფოს ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის მიერ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში გამდიდრებულ ოლიგარქად მოხსენიებას. ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარების აღწერისას სორენსენი იმასაც აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია ოლიგარქმა ივანიშვილმა დააფუძნა.

კომენტარები